in

იტალია აღარ არის: ატლეტიკომ სიგიჟე მოიგო, ბორუსია მეოთხედფინალს დაუბრუნდა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა.
დიდი ამაბავი იყო მადრიდში, სადაც „ატლეტიკომ“ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ, შინ „ინტერს“ ძირითად დროში 2:1 მოუგო, გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და ფეხბურთელებიც და პუბლიკაც სიგიჟეს მიეცნენ. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და აქ მადრიდელთა სიგიჟე გაგრძელდა.
“ინტერი” 2024 წელს პირველად დამარცხდა, აქამდე 14 მატჩი ჰქონდა მოგებული და 1 ფრედ დასრულებული.
საინტერესოა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მეოთხედფინალში ვერც ერთი იტალიური გუნდი ვერ გავიდა.

1/4-ფინალში 2021 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს დორტმუნდის „ბორუსია“.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდნენ: “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “დორტმუნდი”, “პარი სენ-ჟერმენი”.
1/4 ფინალში არცერთი გუნდი არ ჰყავს სერია A-ს, მაშინ, როცა წინა სეზონში იტალიის მთავარი ლიგა ამ სტადიაზე 3 გუნდით (“ნაპოლი”, “მილანი”, “ინტერი”) იყო წარმოდგენილი.

1/4 ფინალების წილისყრა 15 მარტსაა, თბილისის დროით 15:00 საათზე.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ატლეტიკო – ინტერი 2:1, პენ 3:2
პირველი მატჩი 0:1

გოლები: 0:1 დიმარკო (33. ბარელას პასით), 1:1 გრიზმანი (35), 2:1 დეპაი (87. კოკეს პასით)

პენალტების სერია: 0:1 ჩალჰანოღლუ, 1:1 დეპაი, 1:1 ალექსის სანჩესი (მეკარე), 1:1 საულ ნიგესი (მეკარე), 1:1 კლაასენი (მეკარე), 2:1 რიკელმე, 2:2 აჩერბი, 3:2 კორეა, 3:2 ლ. მარტინესი (ააცილა)

„ატლეტიკომ“ მოიგო ყველა, სამივე მატჩის შემდგომი პენალტების სერია ჩემპიონთა ლიგაზე. ობლაკი სამივე შემთხვევაში თამაშობდა.

ანტუან გრიზმანმა გაიტანა “ატლეტიკოს” ზედიზედ 4 საშინაო საჩემპიონთალიგო მატჩში. ეს მისი საუკეთესო სერიაა 2018 წლის ნოემბრის (მაშინაც 4 გოლი ზედიზედ 4 მატჩში) შემდეგ.

ფედერიკო დიმარკო “ინტერის” მხოლოდ მეორე მცველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ამ კლუბის სახელით გაიტანა. ადრე ეს ორჯერ მოახერხა დუგლას მაიკონმა – 2010 წელს “ბარსელონასთან” ნახევარფინალში და 2007 წელს “ვალენსიასთან” 1/16 ფინალში.

“ინტერი” პირველად მივიდა ჩემპიონთა ლიგაზე დაატებით დრომდე. ჩემპიონთა თასზე ასეთი რამ მხოლოდ 1072 წელს მოხდა.

დიეგო სიმეონე: „ჩვენი გულშემატკივრები გადამწყვეტ როლს თამაშობენ „მეტროპოლიტანოზე“ და დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა ეს“.

სიმონე ინძაგი: „ინტერი“ იმედგაცრუებულია, მაგრამ ამაყობს იმით, რაც გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე“.

დორტმუნდი – პსვ 2:0
პირველი მატჩი 1:1

გოლები: 1:0 სანჩო (3. ბრანდტის პასით), 2:0 როისი (90+5. ფიულკრუგის პასით)

2021 წლის ნოემბრის შემდეგ ჯეიდონ სანჩომ (“დორტმუნდი”) პირველად გაიტანა ზედიზედ 2 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით). წინა შემთხვევაში მან ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით გააკეთა.

ედინ ტერზიჩმა მეორედ (2020/21, 2023/24) გაიყვანა “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, რაც ამავე კლუბის ყოფილი მწვრთნელების – ოტმარ ჰიტცფელდისა (1995/96, 1996/97) და იურგენ კლოპის (2012/13, 2013/14) მიღწევების გამეორებაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის ტენერიფემ მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა

ლიგის მეოთხედფინალისტები: ელიტა! ვინ არის ფავორიტი? – წილისყრა ბრმაა