in

ლიგის მეოთხედფინალისტები: ელიტა! ვინ არის ფავორიტი? – წილისყრა ბრმაა

ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ვიცით.

აი სრულია სია: ფავორიტები დიდი სენსაციების გარეშე გავიდნენ.

„რეალი“, „სიტი“, „ბაიერნი“, პსჟ, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „დორტმუნდი“, „არსენალი“.

როგორ იყო?

„ბაიერნმა“ წააგო პირველი მატჩი, მაგრამ მერე გადაურა „ლაციოს“.

პსჟ მშვიდად გაუსწორდა „სოსიედადს“, მბაპე ორივე მატჩში გაერთო.

„სიტიმ“ მოწესრიგებულად გაიარა „კოპენჰაგენი“.

„რეალი“ „ლაიპციგზე“ უკეთ არ თამაშობდა, მაგრამ მაინც გაძვრა.

„არსენალი“ „პორტოსთან“ პენალტების სერიამდე მივიდა და მეკარე რაიას წყალობით წინ წავიდა.

„ბარსელონამ“ იტალიური ფრის შემდეგ შინ „ნაპოლი“ მოიშორა.

„ბორუსიამაც“ ყველაფერი სახლში გადაწყვიტა პსვ-სთან.

ბოლოს „ატლეტიკო“ გავიდა, ისიც პენალტებით, თანაც „ინტერთან“ თამაში დამატებით დროში მხოლოდ 87-ე წუთზე გადაიყვანა.

როდის არის და როგორია წილისყრა?

მეოთხედფინალში ბრმა წილისყრაა, ყველა შეიძლება ყველას შეხვდეს, არ არის არანაირი განთესვა და შეზღუდვა. წილისყრა პარასკევს, 15 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზეა.

პირველი მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 16-17 აპრილს.

პარასკევს გაირკვევა მომდევნო ბადეც: გვეცოდინება რომელი წყვილი რომელს შეხვდება ნახევარფინალში. ამ თამაშების დროა – 30 აპრილი/1მაისი და 7-8 მაისი.

ფინალი 1 ივნისსაა ლონდონის „უემბლიზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალია აღარ არის: ატლეტიკომ სიგიჟე მოიგო, ბორუსია მეოთხედფინალს დაუბრუნდა

მეტი საქმე არ გაქვს: მბაპე მზადაა საქაბაბეს უჩივლოს – რა პრეტენზია აქვს ფეხბურთელს