ვაკო გვილია პოლონური “პიასტის” ფეხბურთელი გახდა. 29 წლის ნახევარმცველმა “ლურჯ-წითლებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ შევუერთდი “პიასტს”. რეაბილიტაციის პერიოდი მქონდა და თვენახევარი “სლოვანთან” ერთად ვვარჯიშობდი…
ბევრი მატჩი მაქვს ნათამაშები პოლონეთის ჩემპიონატში და მინდა, ჩემი გამოცდილებით დავეხმარო “პიასტს” პოლონეთის თასისკენ (ნახევარფინალშია გასული – რედ) მიმავალ გზაზე, მაგრამ ასევე კონცენტრირებული ვიყვო ექსტრაკლასაში შემდგომი მატჩების მოგებაზე”, – თქვა გვილიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
პოლონეთის ექსტრაკლასა მისთვის კარგად ნაცნობი ტურნირია. აქ ის “რაკოვში”, “გურნიკსა” და “ლეგიაში” თამაშობდა. არის ამ ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი და ერთხელაც თასის მფლობელი. სულ პოლონეთის ჩემპიონაში მისი მონაგარი 93 მატჩი, 9 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.
იყო ასევე “ლუცერნის” (შვეიცარია), ბატე-ს (ბელარუსი), “მინსკისა” (ბელარუსი) და ზაპოროჟიეს (უკრაინა) “მეტალურგის” ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში მისი მონაგარი კი 44 მატჩი და 3 გოლია.
“გვილია გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშეა. მან უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და ხასიათი ექსტრაკლასას მატჩებში, რომელიც თითქმის 100-მდე დაუგროვდა…
…თავისი მენტალიტეტით შეუძლია გუნდში ახალი ენერგიის შემოტანა და ამ თვისებებით კარგად მოერგება ჩვენს გასახდელს. დარწმუნებულები ვართ, ეს ტრანსფერი ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს”, – ეს კი “პიასტის” წარმომადგენელთა სიტყვებია.
ამ დროისთვის, გვილიას ახალი გუნდი პოლონეთის მთავარ ლიგაში ახლოს არის სახიფათო ზონასთან. “პიასტს” 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
გვილიას რაც შეეხება, მას ძალიან ბევრი გაუცდა, თუმცა ის იმ ასაკშია, როცა კარიერის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. იმედია, ამას სწორედ “პიასტში” შეძლებს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings