იტალიური მედია აღნიშნავს, რომ “მილანთან” სტუმრად წაგებულ მატჩში (0:1) “ნაპოლის” ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო, “ინტერში” გადასასვლელად გამზადებულმა პიოტრ ზელინსკიმ კი ყველაზე უარესად ითამაშა, თუ ამას საერთოდ თამაში ჰქვია.
Calciomercato-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მარცხის გამო უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გადაყენებას არ აპირებს, ვინაიდან სერია A-ში მომავალ სამ შეხვედრაში შედარებით იოლ მეტოქეებთან გამარჯვების მოპოვების და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ძლევის იმედი აქვს.
ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელსაც კლუბთან დაახლოებულ პიროვნებად მოიხსენიებენ და ფაქტობრივად, ყოველთვის დე ლაურენტისის პოზიციას ახმოვანებს, თქვა, რომ მაცარის გარისკვის ეშინია, მატჩისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ამის გარეშე კი გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია.
თავად მაცარის აზრით, თუ არ ჩავთვლით გაშვებული გოლისას დაშვებულ შეცდომას, მისი შეგირდები ურიგოდ არ გაისარჯნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილზე მყოფ “ატალანტას” 7 ქულით ჩამორჩებიან, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.
–
“ბაიერნის” მცველმა კიმ მინ ჯემ ყოფილ თანაგუნდელებს საერთო ჩატში შემდეგი სიტყვები მისწერა: “ბიჭებო, რა ხდება?”.
–
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟერმან დენისმა Sport Italia-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“პარტენოპეის” ყოფილი ფორვარდის თქმით, ქართველი ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს.
“ჩემი აზრით, “კვარა” ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. რამდენჯერმე შეეძლო, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო. მაგარი ბიჭია, მაგრამ თავის აწევასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს. მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს”, – განაცხადა დენისმა.
–
ჟურნალისტმა იოლანდა დე რიცომ 1 Station Radio-სთან საუბარში “ნაპოლისა” და “მილანის” შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, “როსონერიმ” “პარტენოპეის” ტეო ერნანდესის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია.
“მაცარიმ თქვა, რომ გუნდი ემზადებოდა ტეოს წინააღმდეგ თამაშისთვის, მაგრამ შეიძლება ერთი ფეხბურთელის შეცდომის გამო დაისაჯო?!
მაგალითად, “მილანმა” დაცვაში საოცარი შეცდომა დაუშვა, მაგრამ სიმეონემ ეს ვერ გამოიყენა, თუმცა გუნდი დაისაჯა შეცდომისთვის, რომელიც “აძურის” დაცვამ დაუშვა.
პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ ოსიმენის არყოფნას, მთავარი პრობლემა ის არის, რომ გუნდში არ არის მისი სრულფასოვანი შემცვლელი, რომელიც სეზონში 10 გოლს მაინც გაიტანს.
მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდს ასეთი მოთამაშე სჭირდება და ვნახოთ, რა მოხდება ოსიმენის დაბრუნების შემდეგ.
შეუძლია “ნაპოლის” ოთხეულში შესვლა? ბევრი ამბობს, რომ ეს სასწაული იქნება, მაგრამ სინამდვილეში შევხედოთ კალენდარს, სადაც დავინახავთ, რომ “ნაპოლის” შეუძლია სუსტ გუნდებს მოუგოს, ქულები დააგროვოს და ძლიერებთან 1 ქულა მაინც აიღოს. ამიტომ მათი აპრიორი ჩამოწერა არ შეიძლება”, – თქვა იოლანდამ.
calcionapoli24 იტყობინება, რომ ოსიმენის ნიგერიის ნაკრების კოტ-დ’ივუართან წაგებამ ნეაპოლელი გულშემტკივრები გაახარა.
“რეპუბლიკის” მტკიცებით, ვიქტორი ამ სეზონს “ნაპოლიში” დაასრულებს, ხოლო ზაფხულში პსჟ 120 მილიონ ევროდ გამოისყიდის, სადაც კილიან მბაპეს შეცვლის. პარიზული კლუბი აგრეთვე “როსონერის” შემტევის, რაფაელ ლეაოს შეძენას გეგმავს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings