ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს ბოლო ტურში კარგმა თამაშმა უპირობოდ მოიტანა ის, რომ ქართველი ფეხბურთელი არაერთმა გამოცემა შეიყვანა სიმბოლურ გუნდში.
ანალიტიკურმა საიტებმა ჩვენიანს მაღალი შეფასება დაუწერეს და ამიტომ უპრობლემოდ ხვდება კვარაცხელია 23-ე ტურის რჩეულებში.
საკუთარი ვერსია Sofascore-მაც დაასახელა.
მან ქართველს „ვერონასთან“ შეხვედრაში 8.4 დაუწერა. თუმცა ეს არ არის ყველაზე მაღალი შეფასება ტურში, კვარაზე მეტი მიიღეს ჟირუმ, დე კეტელერემ, დიბალამ, დი გრეგორიომ, ხოლო პელეგრინიმ ხვიჩას მსგავსი ქულა დაიმსახურა.
GIPHY App Key not set. Please check settings