in

დღეს ერთა ლიგის წილისყრაა: საქართველო უკვე B ლიგაშია – შესაძლოა ინგლისი შეგვხვდეს

დღეს წილისყრაა. საქართველოს შესაძლოა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ინგლისი შეხვდეს.

დღეს საღამოს, თბილისის დროით 21:00 საათზე, პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების წილისყრა ჩატარდება.
წინა ტურნირზე ნაჩვენები შედეგის გამო საქართველოს ნაკრები დაწინაურდა და ახალ გათამაშებაში B ლიგაში გამოვა. აქ კი ბევრად ძლიერი გუნდები არიან და ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უკვე ურთულესი იქნება, შესაძლოა უფრო რთულიც კი აღმოჩნდეს, ვიდრე შესარჩევიდან. ეს კი დიდწილად წილისყრაზეა დამოკიდებული. აბა დღევანდელი ინგლისი თუ შეგვხვდა…

უეფამ უკვე გადაანაწილა კალათებში 54 ნაკრები.

A ლიგა
კალათი 1: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები
კალათი 2: დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი
კალათი 3: შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი
კალათი 4: ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია

B ლიგა
კალათი 1: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი
კალათი 2: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია
კალათი 3: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო
კალათი 4: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C ლიგა
კალათი 1: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი
კალათი 2: აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები
კალათი 3: ჩრ. მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრ. ირლანდია, კვიპროსი
კალათი 4: ბელარუსი, ლიეტუვა ან გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია

D ლიგა
კალათი 1: ლიეტუვა ან გიბრალტარი, მოლდოვა
კალათი 2: მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი

A და B ლიგის ბოლოადგილოსნები დაბალ ლიგებში დაქვეითდებიან, ხოლო B, C და D ლიგების პირველადგილოსნები აღზევდებიან უფრო მაღალ დონეზე. C ლიგის 4 ჯგუფიდან 2 ბოლოადგილოსანი D ლიგაში გადავა.

ჯგუფური ეტაპი 2024 წლის შემოდგომაზე, 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე გაიმართება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

ერთა ლიგიდან საქართველოს ნაკრებს შეეძლება 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ტურის კიდევ ერთ სიმბოლურში

ევროკავშირი სუპერლიგის წინააღმდეგია, ესპანეთის გარდა