კილიან მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტის პირობების განხილვა დაიწყო.
Le Parisien ამტკიცებს, რომ ფორვარდმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს პსჟ და „რეალს“ შეუერთდეს. ტრანსფერზე ამბობენ, რომ „გარდაუვალია“.
მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს კონტრაქტზე, რომელიც ესპანური გუნდისთვის უმსხვილესი გახდება.
ESPN-ის ინფორმაციით, მბაპემ უარყო პარიზელთა ხელფასის მომატებული შეთავაზება. ამჟამად ის 72 მილიონ ევროს შოულობს წელიწადში.
პსჟ-ს თავისუფალი აგენტის უფლებით დატოვებით, ის უარს ამბობს დაახლოებით 100 მილიონ ბონუსზეც.
მბაპე აპირებს, რომ მიმდინარე სეზონში ამჟამინდელ გუნდთან ერთად ყველა ხელმისაწვდომი ტროფეი მოიგოს.
GIPHY App Key not set. Please check settings