in

ასე გაგრძელება არ შეიძლება: ჩავი ბარსადან მიდის – ახლა ვეღარ მომკლავთ

ჩავიმ განაცხადა, რომ დატოვებს „ბარსელოინას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ.

ესპანელმა სპეციალისტმა ეს განცხადება ლა ლიგის 22-ე ტურში „ვილიარეალთან“ 3:5 წაგების შემდეგ გააკეთა.

„30 ივნისს დავტოვებ „ბარსელონას“ მწვრთნელის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პრეზიდენტ რაფა იუსტესთან ერთად. ვითარება ითხოვს ცვლილებებს. მე, როგორც კლუბის გულშემატკივარი, ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“.

„ბარსელონას“ 61 წელიწადია არ გაუშვია 5 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე. ბოლოს 1963 წელს გაუტანეს ამდენი, მაშინ „რეალმა“ 5:1 მოუგო „კამპ ნოუზე“.
ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, მაშინ 1994 წელს ესპანეთის სუპერთასზე „სარაგოსასთან“ წააგო 4:5.
„ბარსამ“ 5 გოლი პირველად გაუშვა 2020 წელს „ბაიერნთან“ 2:8-ის შემდეგ.

„ბარსელონა“ ლა ლიგაში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება. იანვარში კატალონიელები ესპანეთის თასიდან გავარდნენ და სუპერთასიც წააგეს.

ჩავი „ბარსაში“ 2021 წელს მივიდა, 2023 წელს გუნდმა ჩემპიონატი მოიგო და მერე ქვეყნის სუპერთასიც მიაყოლა.

ჩავიმ „ბარსას“ ესპანელ მწვრთნელებს შორის წაგებების ანტირეკორდი დაამყარა – 26 მარცხი 122 მატჩში. გვარდიოლას 21 წაგება აქვს 247 შეხვედრაში.

„ბარსამ“ ამ სეზონში 46 გოლი გაუშვა, როგორც მთელ გასულ სეზონში.

„ბარსამ“ 19 გოლი გაუშვა 2024 წლის 8 მატჩში – ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში.

„ბარსელონამ“ ზედიზედ 2 მატჩი წააგო და 9 გოლი გაუშვა.

ჩავი მომავალზე: „ბარსაში“ მუშაობის გამო ოჯახთან ცოტა დროს ვატარებ. ისინი განიცდიან, მე კი მუდმივად ეგოისტი ვერ ვიქნები. დავისვენებ ბავშვებთან ერთად“.

ჩავი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაშიც წავა: „გადაწყვეტილებას არ შევცვლი. იმედია ტურნირს მოვიგებთ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

ჩავი წასვლაზე: „სწორად ვიქცევი. არ მინდა „ბარსასთვის“ პრობლემა ვიყო, მინდა გადაწყვეტილება ვიყო. ახლა ასე აღარ მომკლავთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილმა კარგად ითამაშა, გოგლიჩიძემ იუვენტუსს სკამიდან უყურა

ქართულ ოლ სტარში ადგილობრივებმა ლეგიონერები დაამარცხეს