„რომას“ ათობით ფანი მივიდა პაულო დიბალას პრეზენტაციაზე.
როდესაც ახალწვეული გულშემატკივრებთან გავიდა, ხალხმა მისი სახელის სკანდირება დაიწყო.
დიბალა ასეთი მიღების გამო დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა და ერთი ხანობა ჩამოჯდა, რომ მომხდარი გაეაზრა.
პრეზენტაცია შედგა იტალიის ცივილიზაციის სასახლესთან, რომელსაც ასევე კვადრატულ კოლიზეუმს უწოდებენ, მოაწყვეს სინათლის შოუც.
დიბალამ „რომასთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ოვნისამდე გააფორმა. არგენტინელი „იუვენტუსიდან“ დედაქალაქში თავისუფალ აგენტის უფლებით გადავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings