in

ჯერ 9 თვე მარტო საკლუბო ფეხბურთი, მერე 2 თვე მთლიანად სანაკრებო თამაშები: ჩავის აი ასეთი რამ მოაფიქრდა

ჩავიმ საფეხბურთი კალენდრის შეცვლა შესთავაზა. „ბარსელონას“ მწვრთნელმა გავის მუხლის ტრავმა სწორედ მჭიდრო კალენდარს დაუკავშირა.

ესპანელი სპეციალისტის წინადადება ასეთია: ჯერ ჩაატარონ ყველა საკლუბო მატჩი და მერე – ნაკრები გუნდების ყველა თამაში.

„9 თვე ზედიზედ საკლუბო ფეხბურთი, შემდეგ – ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია და თავად ტურნირი. ასეთ შემთხვევაში არ იქნება ამდენი მგზავრობა. ფიქრობ, ფიფა ამას განიხილავს. 9 თვე კლუბში, 2 თვე ნაკრებში და 1 თვე დასვენება“, – ასეთი რამ მოაფიქრდა ჩავის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნის ლა ლიგა: თითოდან თითო სიმბოლურში

ალფონსო და მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველები