ბათუმის „დინამო“ ზედიზედ მეორედ გახდა ეროვნული ლიგის გამარჯვებული. ზღვისპირელებმა „თელავი“ 3:0 დაამარცხეს და ორი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდეს.
54-ე წუთზე გიორგი ზარიამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. საჯარიმოსთან ორი მცველი მოხდენილად ჩამოიშორა, კართან მესამეც მოატყუა და 2:0 გახადა. ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი იყო, ხვიჩა კვარაცხელიას სტილში გატანილი. თუმცა, ის, რაც 90+2 წუთზე ცოტნე ფაცაციამ გააკეთა, დიდი იშვიათობაა და ულამაზესი წერტილია: ბათუმელთა ნახევარმცველმა კარიდან ოდნავ შორს გამოსული „თელავის“ მეკარე შენიშნა, საკუთარი საჯარიმოდან, დაახლოებით 60 მეტრიდან დაარტყა და სეზონის გოლის ავტორი გახდა.
ბათუმის „დინამომ“ ამ გამარჯვებით 73 ქულა დააგროვა და თბილისის „დინამო“ (65) ვეღარ დაეწევა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თბილისის“დინამომ“ ქულები დაკარგა „ტორპედოსთან“ (2:2) და ბათუმელები ჩემპიონები გახნენ, იქურობა ზღვა სიხარულმა მოიცვა.
„დინამოს“ ფეისბუქგევრდზე ფეხბურთელბისა და გულშემატკივრების სიხარულის ნახვა შეგიძლიათ: „ემოციები, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ“, წერენ ისინი – „ახლა შეგვიძლია ვიზეიმოთ: დავიმსახურეთ ეს სიხარული“
„ეს გამარჯვება ყველას გეკუთვნით“: ეს კლუბის პრეზიდენტის არჩილ ბერიძის სიტყვებია.
და საოცარი გოლის ავტორისადმი მიმართვა: რა ქენი ფაცაცია ეს! საჩემპიონო შედევრი!
მომავალ ევროსეზონში გუნდი საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს. ბათუმის „დინამო“ მეოთხე გუნდია, რომელიც საჩემპიონო ფარს მეორედ დაეუფლა. აქამდე ეს „ვიტ ჯორჯიამ“, რუსთავის „ოლიმპმა“ და „ზესტაფონმა“ შეძლეს.
ყველაზე ტიტულიანი კლუბი კვლავ „დინამო თბილისია“, რომელიც ელიგის გამარჯვებული 19-ჯერ გახდა. ოთხი ტიტულით შემდეგი ქუთაისის „ტორპედოა“, თითო ჩემპიონობა ბოლნისის „სიონის“, გორის „დილის“, „სამტრედიის“ და „საბურთალოს“ ანგარიშზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings