ლეო მესიმ არგენტინა „ოქროს ბურთების“ რაოდენობით ლიდერი გახადა.
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა მერვედ მოიგო „ოქროს ბურთი“. არცერთ არგენტინელს ეს პრიზი არასოდეს არ მოუგია, თუმცა ეს ქვეყანა მაინც ლიდერი გახდა.
მე-2 ადგილს 7 „ოქროს ბურთით“ იყოფენ პორტუგალია (კრიშტიანო რონალდო – 5, ფიგუ და ეუსებიო), გერმანია (ფრანც ბეკენბაუერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე – 2, გერდ მიულერი, ლოტარ მათეუსი, მატის ზამერი), საფრანგეთი (მიშელ პლატინი – 3, ქარიმ ბენზემა, ზინედინ ზიდანი, რაიმონ კოპა, ჟან-პიერ პაპენი) და ნიდერლანდები (იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი – 3, რუუდ გულიტი).
აღსანიშნავია, რომ წარმოშობით არგენტინელებს აქვთ მოგებული „ოქროს ბურთი“, მაგრამ ალფრედო დი სტეფანომ ის ესპანეთის სახელით მოიგო, ხოლო ომარ სივორის როგორც იტალიელს ისე გადასცეს პრიზი.
GIPHY App Key not set. Please check settings