in

ვინ არ მისცა მესის: ლეო 6-მა ქვეყანამ 5-ეულშიც არ შეიყვანა, საქართველომ ჰოლანდი

ცნობილი გახდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის დეტალები.

გამარჯვებულმა ლეო მესიმ 462 ქულა მოაგროვა და 105-ით გაუსწრო ერლინგ ჰოლანდს – 357 ქულა.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ხუთეულში მესი 6 ქეყნის ჟურნალისტებმა არ შეიყვანეს. ესენია კამერუნია, კაბო-ვერდე, გვინეა, იორდანია, სალვადორი და შვეიცარია.
ჰოლანდი ტოპ 5-ში არ ჩართეს არგენტინამ, კამერუნმა, კოტ დივუარმა და საქართველომ.

სულ 92 ქვეყნის წარმომადგენლებმა მისცეს ხმა. ამრიგად, ჰოლანდმა ტოპ 5-ში მოხვედრით გაუსწრო მესის. ნორვეგიელი ხუთეულში 88 ქვეყნის ჟურნალისტებმა დაასახელეს, ხოლო არგენტინელი 86.

კილიან მბაპე, რომელიც მესამეზე გავიდა, ხუთეულში 84 ჟურნალისტმა შეიყვანა. ფრანგმა ჯამში 270 ხმა მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის მუსიალა აურჩევია

ვიდეო: შერმადინის ოთხიანები და ტენერიფეს მე-4 მოგება