წლის ტრადიციულ დაჯილდოებაზე მსოფლიო რაგბიმ სამსაჯო კარიერისთვის პრიზი ამჯერად დევიდ მაკქიუს გადასცა, რომელიც 5 წელია კადრებს საქართველოსთვის ამზადებს.
ამ პერიოდში მან არაერთი კვალიფიციური ქართველი მსაჯი აღზარდა, რომლებიც მსოფლიო თასის, 6 ერისა თუ სხვა მსხვილ ტურნირებზე საქართველოს წარმოადგენენ.
“რომ არა ის დიდი დაფასება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა, სრულიად ქართულმა რაგბიმ აღმომიჩინა, ცხადია, ამ უმაღლეს ჯილდოს მე ვერ მივიღებდი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული რაგბი, მიყვარს ჩემი სამუშაო საქართველოში, – ამბობს დევიდ მაკქიუ.
– 2018-ში, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, სულ 2 მსაჯი დამხვდა – ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე, და, ერთად იმდენი შევძელით, რომ უკვე მომდევნო წელს ორივემ ასაკობრივ კატეგორიებში 6 ერისა და ჩელენჯ თასის ტურნირებზე იმსაჯა.
იზრდება მსაჯობისადმი ინტერესი ქალთა შორისაც, რაც აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებაზე” – დასძინა დევიდ მაკქიუმ.
GIPHY App Key not set. Please check settings