სპორტული გამომცემლობა Voetbal International-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძის “აიაქსის” ახალ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე 59 წლის ჯონ ვან სხიპს დანიშნავენ.
ამსტერდამულ გუნდს ევროპის ლიგაზე “ბრაიტონთან” მატჩში ჰედვიგს მადურო უთავკაცებს, რომელიც პოსტიდან აწ უკვე გათავისუფლებული სტეინის ერთ-ერთი ასისტენტი იყო.
ჰოლანდიური პრესის ცნობით, მადურო კლუბს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში გაუძღვება და შემდეგ ამ ფუნქციას ვან სხიპს გადააბარებენ. გამოცდილი სპეციალისტი მუშაობდა “აიაქსის” აკადემიაში, 2008-2010 წლებში. ის ამსტერდამული გრანდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. ვან სხიპი ბოლოს 2019-2021 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში, მანამდე კი “ცვოლეში”, “მელბურნ სიტიში”, “ჩივასში” და “მელბურნ ჰარტში” მუშაობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings