დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 ტური იწყება და გამორჩეული მატჩია ნეაპოლში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად ამ ტურნირის მეფე მადრიდის „რეალი“ ჩავიდა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. თამაშამდე კი ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. აი რა ილაპარაკა „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ:
„ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო შეჯიბრებაა მწვრთნელისა და ფეხბურთელებისთვის. როდესაც ლიგის ჰიმნი გვესმის, ენერგია გვემატება. „ნაპოლი“ ბოლო მატჩებში მიღწეული პროგრესის გაგრძელებას შეეცდება.
„ნაპოლი“ ის გუნდია, რომელიც ამ ტურნირზე ყოველ წელს უნდა თამაშობდეს. „რეალთან“ ჯგუფში პირველად ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გვჭირდება. სერია A-ში ლიდერთა შორის დავბრუნდით და მომავალი დაპირისპირების სრული სიმშვიდით შეხვედრა გვმართებს.
მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის უნიკალური რეკორდი ეკუთვნის. მას კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს, რომელსაც ნეაპოლელები კარგად იცნობენ და რომელსაც პირადად მეც ძალიან ვაფასებ.
ურთულესი მატჩი გველოდება, მაგრამ გვაქვს ამბიცია მოსაგებად ვითამაშოთ. ამისთვის გვჭირდება არა მხოლოდ გული, არამედ გონებაც. შესაძლებლობის 120% უნდა გამოვავლინოთ.
შევისწავლეთ „რეალი“, ბიჭებს ავუხსენით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. მხარეები. თუმცა მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული, ჩვენს უნარებზე, თვითდაჯერებულობაზე. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებული არიან. მთავარია, კონცენტრაცია, რადგან დიდ მატჩებში ყველაფერს წვრილმანები წყვეტს.
მოედანზე ძლიერი გუნდი გვეყოლება და წარმატების ურიგო შანსი არ გვექნება. ამის ამბიციით სავსე ვართ. პირველ რიგში, აუცილებელია სიმშვიდე და ყველა უნარების გამოვლენა.
კვარაცხელიას გოლის შემდეგ თვალები უბრწყინავს და ბედნიერია. ის უნიკალური მოთამაშეა, მაგრამ მარტის შემდეგ სულ გოლზე ფიქრობდა და ეს თრგუნავდა. „რეალთან“ მატჩამდე კი თავდაჯერებულობა დაიბრუნა“.
GIPHY App Key not set. Please check settings