ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა. მისი „ბორდო“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერს, „გრენობლს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
ზურიკო ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ათამაშა.
ქართველი თავის გუნდში საუკეთესო იყო და ყველაზე მეტად ამწვავებდა შეტევებს. „ბორდომ“ ოთხი მომენტი შექმნა, საიდანაც სამი უშუალოდ დავითაშვილის დამსახურება იყო. მას პირველ ტაიმში გოლის გატანის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა.
9 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 10 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.
ჩემპიონშიფის მე-9 ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 65-ე წუთზე, მესამე გაშვებული გოლის შემდეგ შევიდა, თუმცა თამაშის გამწვავება დიდად ვერ მოახერხა. ჩვენიანის შეფასება 6.5-ია.
„უოტფორდი“ 9 ქულით მე-20 ადგილზეა და 4 ოქტომბერს გასვლაზე „სანდერლენდს“ შეხვდება.
მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივძივაძის „კარლსრუემ“ „კილს“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. ზივზივაძის შეფასება 6.1-ია.
თურქეთში, გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორმა“ სტუმრად 0:0 ითამაშა „სივასფორთან“. აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა და 6.8 დაიმსახურა.
უკრაინის პრემიერლიგაში წააგო „შახტარმა“, შინ „ვორსკლასთან“ 1:2. გოჩოლეიშვილმა სრულად ითამაშა, აზაროვი 82-ე წუთზე შეცვალეს.
საუდის არაბეთში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის „ალ ახდუდმა“ სტუმრად 2:1 მოუგო „ალ რაედის“. საბას 7.2 დაუწერეს.
სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ“ სტუმრად „ფერალპიზალო“ 2:1 დაამარცხა. ქართველ მცველს კვლავ არ უთამაშია.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ კი 4:0 აჯობა სტუმრად „ლეჩეს“, ქართველის ანგარიშზე საგოლე პასია. მისი შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.0, Sofascore.com – 6.7, Whoscored.com – 7.2.
GIPHY App Key not set. Please check settings