in ,

აიაქსის მატჩი ისევ ვერ დამთავრდა: მეტოქის მეკარემ გონება დაკარგა – მიქაუტაძე არ ყოფილა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-7 ტურში „ვაალვიკისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა 84-ე წუთისთვის შეწყდა: მასპინძელთა მეკარე ეტიენ ფესენის მძიმე ტრავმის გამო. მას ამსტერდამელი ბრიან ბრობის ფეხი მოხვდა თავში, რის შემდეგაც გრძნობა დაკარგა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კლუბებსა და ოფიციალურ პირებს შორის მოთათბირების შედეგად გადაწყდა, რომ სანამ ფესენის მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, თამაში არ განახლებულიყო.

84-ე წუთისთვის, როცა თამაში შეწყდა, ანგარიში 3:2 იყო „აიაქსის“ სასარგებლოდ. მიქაუტაძე კი ისევ სათადარიგო იყო.

ვაალვიკი – აიაქსი
გოლები: 0:1 ბრობი (30), 1:1 კრამერი (37), 1:2 ბერგვეინი (43, პენ), 2:2 აუკილი (51), 2:3 ბერგეისი (57)

მოგეხსენებათ, წინა ტურში ასევე შეწყდა „აიაქსის“ თამაში, ოღონდ უკვე გულშემატკივრების გამო, რომლებიც საშინაო მარცხის გამო უკმაყოფილოები იყვნენ და მოედანზე პეტარდები დაყარეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი რაგბი ვითამაშეთ, ბიჭებით ამაყი ვარ, მაგრამ…

ზურიკო ყველას ჯობდა: ზოგი შეცვლაზე, ზოგი ძირითადში – ლეგიონერები