2022 წლის, აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე დასახელდა. სენეგალელმა სუპერვარსკვლავმა ჯილდო მეორედ მოიგო.
მანე, ახლახანს მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდა და გასული სეზონი ძალიან წარმატებული ჰქონდა. მოიგო ასოციაციისა და ლიგის თასები, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და რაც ყველაზე მთავარია, სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
გასულ სეზონში მანემ ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლს 5 ასისტი დაამატა.
წლის საუკეთესო გუნდად აფრიკის თასის გამარჯვებული სენეგალის ნაკრები დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings