in

ოქროს ბურთის დაჯილდოვება. ჩატარების დრო, ადგილი და ფავორიტები

2022 წლის 17 ოქტომბერს, პარიზში, წლის საუკეთესოები გამოვლინდებიან. მუნდიალის საშემოდგომო ფორმატმა კი ის განაპირობა, რომ წლეულს ფეხბურთელები კონკრეტულად 2022 წლის შედეგებით შეფასდებიან.

საბოლოო სია 12 აგვისტოს გახდება ცნობილი, რომელსაც უპრესტიჟულესი გამოცემა, “French football” გამოაქვეყნებს, თუმცა ფავორიტთა შესახებ ვიცით. უპირობო ლიდერი კარიმ ბენზემაა, ხოლო საბოლოო სიაში სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰსაც ელიან.

გარდა ბალონ დორისა, კოპასა და იაშინის პრიზებიც ჩამორიგდება. კოპას ტიტულს 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელი მიიღებს, რომლის ამჟამინდელი მფლობელიც „ბარსელონელი“ პედრია, ხოლო იაშინის ჯილდო წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა და მოქმედი მფლობელი ჯანლუიჯი დონარუმაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდი: დე ბრუინი ყოველ ღამე მესიზმრება

ზლატან დორიან იბრაჰიმოვიჩი!