საბა ლობჟანიძემ MLS-ში ერთხელაც გამოიჩინა თავი. „ატლანტა იუნაიტედმა“ შინ „მონრეალი“ 4:1 დაამარცხა, ჩვენიანმა კი საგოლე პასი გააკეთა. საბამ პორტუგალიელ შანდე სილვას 30-ე წუთზე გაატანინა. ლობჟანიძე 71-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება 7.1-ია.
ქართველმა ფეხბურთელმა „ატლანტაში“ 6 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მატჩში შედეგიანი იყო. საბას ანგარიშზე 3 გოლი და 3 პასია.
ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” “რაპიდს” ესტუმრა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი 90-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო ორ წუთში შეცვალეს. მისი შეფასება 7.1-ია.
“სლოვანმა” შინ “ჟილინა” დაამარცხა – 2:0. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა (7.4), ჯაბა კანკავა 79-ე წუთზე შევიდა (6.4) .
იტალიაში, საბა საზონოვი სათადარიგო იყო “ტორინოსა” და “რომას” შეხვედრაში – 1:1.
ბევრიც არაფერი: ქართველი ლეგიონერები ევროპაში
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან არც თუ ურიგოდ ითამაშა სტუმრად “ბოლონიასთან” (0:0) და შეფასებებიც ნორმალური დაიმსახურა: Whoscored.com-მა 7.3 დაუწერა, Sofascore.com-მა – 7.1, ხოლო Flashscore.com-მა – 7.4.
კვარას კარგი, მაგრამ მშრალი მატჩი: ნაპოლიმ ისევ ვერ მოიგო
კიდევ უკეთესი შეფასებები აქვს გიორგი მამარდაშვილს (გუნდში საუკეთესო), რომელმაც “ალმერიასთან” 2 გოლი კი გაუშვა, მაგრამ იმ ეპიზოდებშიც კარგი იყო და ისედაც. ჯამში 8 სეივი დაუგროვდა.
Whoscored-მა ქართველ მეკარეს 7.9 დაუწერა, Sofascore-მა – 8.2, ხოლო Flashscore-მა – 8.1.
მამარდამ მაგრად ითამაშა, მაგრამ რად გინდა… ვალენსიას პირველი ფრე
GIPHY App Key not set. Please check settings