in

მამარდამ მაგრად ითამაშა, მაგრამ რად გინდა… ვალენსიას პირველი ფრე

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-6 ტური სტუმრად „ალმერიასთან“ ჩაატარა და სეზონში პირველი ფრე ითამაშა – 2:2. არადა, შეიძლებოდა მოგება.

მამარდაშვილმა გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა, მაგრამ კვლავ შეცდომებს უშვებდნენ მცველები და მათ მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, „ვალენსია“ მორიგ სამ ქულას აიღებდა. ორივე გაშვებული გოლის დროს, ქართველმა მეკარემ ბურთი მოიგერია (ჯერ ფეხით, შემდეგ დაბალი დარტყმული ნახტომში ხელით) და „ალმერიას“ თავდამსხმელმა არიბასმა ორივეჯერ მოგერიებული ბურთი ცარიელ კარში შეაგორა, როდესაც „ვალენსიელი“ მცველები ამას იქვე უყურებდნენ.

მამარდაშვილმა პირველი ტაიმის შუაწელს, ზედიზედ მოიგერია სახიფათო დარტყმები.
32-ე წუთზე თავური დარტყმა, სამ წუთში კი ეფექტური ნახტომით გადააგდო ბურთი კუთხურზე.
მეორე ტაიმში გიორგის „ვალენსიის“ გადარჩენა ისევ მოუწია.

თუმცა მერე, როგორც ვთქვით, სახიფათო შეტევები კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მასპინძლებმა ივარგეს.

მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, საუკეთესო შეფასება თავისიანებში სწორედ მამარდას აქვს – 8.1.

ალმერია – ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 დიეგო ლოპესი (14), 1:1 არიბასი (59), 1:2 გერა (63), 2:2 არიბასი (69)

6 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა. თანაბარი მატჩების შემთხვევაში სხვებსაც შეუძლიათ გასწრება.
მომდევნო თამაში „ვალენსიას“ შინ აქვს, 27 სექტემბერს, „სოსიედადთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია სუპერთასის ფინალშია: ფინალი დღესაა

ბევრიც არაფერი: ქართველი ლეგიონერები ევროპაში