in

ბევრიც არაფერი: ქართველი ლეგიონერები ევროპაში

ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს, თუმცა წინა ტურისგან განსხვავებით ახლა დიდი მონაგარი არ გვაქვს.

სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ გასვლაზე „სალერნიტანას“ შეხვდა – 1:1. ქართველი ფეხბურთელი ორმატჩიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ჩვენიანი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. მწვრთნელმა ის მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფლანგზე დააყენა. გიორგიმ რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, თუმცა შეტევის განვითარება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, უკან იხევდა და დაცვას ეხმარებოდა.
კვერნაძის შეფასება 6.2-ია.

სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” ახალ მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით ითამაშა და შინ „ასკოლისთან” ფრეს დასჯერდა – 2:2. ჩვენიანმა სრულად ითამაშა და 6.8 ქულა მიიღო.

ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი” გასვლაზე „ლიდსთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და ბოლო წუთზე გატანაც შეეძლო. მან მცველი ჩამოიცილა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა. გიორგის 6.2 დაუწერეს.

მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე” „ფიურტს“ ესტუმრა და 3:4 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა. მისი შეფასება 6.0-ია.

ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „ელდენსე“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა 73-ე წუთიდან ითამაშა.

უკრაინის ჩემპიონატში დონეცკის „შახტარმა“ „რუხს“ ვერ მოუგო – 1:1. დონეცკელთა ფლანგებზე ქართველები იდგნენ. გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა ბოლომდე ითამაშეს.

საუდის არაბეთში, საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ შინ 0:1 დამარცხდა „ალ ხალეჯთან“. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, მას 6.6 დაუწერეს.

გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ ქართველი თავდამსხმელის გოლი აპოელ-ს არ ეყო – 1:1.
აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია.
გიორგიმ თავისი ყოფილი გუნდის, „ანორთოსისის“ კარი 21-ე წუთზე პენალტით აიღო.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ გუნდების მწვრთნელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მსაჯმა ორივე გააძევა.
5 ტურის შემდეგ აპოელ 5 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა ერთი თამაში გამოტოვებული აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ მაგრად ითამაშა, მაგრამ რად გინდა… ვალენსიას პირველი ფრე

ქალიან-კაციანად: ფიფამ წლის გოლის ნომინანტები დაასახელა