თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი დაიწყო. იტალიაში სეზონი სუპერთასის გათამაშებით გაიხსნა, სადაც ოთხი გუნდი ოლიმპიური სისტემით თამაშობს. ქართველის გუნდმა ნახევარფინალში „ოლიმპია მილანო“ დაამარცხა – 78:73.
„ვირტუსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ლუკა ბანკი, რომელმაც სერჯო სკარიოლო შეცვალა.
შენგელია სასტარტოში იყო. მან 28 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თოკომ 6 დან 3 ორქულიანი და 4 დან 1 სამქულიანი გამოიყენა.
ფინალში „ვირტუსი“ „ბრეშას“ შეხვდება, რომელმაც „ტორტონას“ მოუგო.
მატჩი დღესაა, 24 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე.
GIPHY App Key not set. Please check settings