in ,

ნორვეგიას საქართველოსთან თამაში არ ახარებს, სამაგიეროდ ახარებს ნუსა

საქართველომ ევროშესარჩევის მატჩი ოსლოშიც წააგო ნორვეგიასთან 1:2. მართალია ყველა ერლინგ ჰოლანდს ვუფრთხოდით, მაგრამ ყველაზემეტად 18 წლის ბიჭმა გაგვაწამა., არა მარტო ნორვეგიულ, არამედ ევროპულ ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდება – ანტონიო ნუსა.
სწორედ მის ანგარიშზეა ორი ასისტი და თავადაც დიდად ბედნიერი იყო ორ ვარსკვლავს ჰოლანდს და ოდეგორს რომ გოლები გაატანინა.
საქართველოსთან თამაში მისი ოფიციალური დებიუტი იყო ნაკრებში, მანამდე კი იორდანიასთან ითამაშა ამხანაგურში (გოლი გაიტანა).

ანტონიო ნუსა:

„უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. საერთოდ, ადვილია ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც ჰოლანდი და ოდეგორი არიან. მათ გვერდით თამაში სასიამოვნოა. კიდევ უფრო ის ამბავი მახარებს, რომ პირველივე შეხვედრაში მათ გოლის გატანაში დავეხმარე.

დღეს შედეგისა და სანახაობის კარგი ნაზავი მივიღეთ. ეს ჩემთვის კარგი თამაშია, ახლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე იორდანიასთან გატანილი გოლის შემდეგ“.

საქართველოსთან თამაში ნორვეგიულმა პრესმაც შეაფასა და გარდა იმისა, რომ ნუსა გამოარჩიეს, დიდად კმაყოფილები არ ადარჩენილან.

„არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები და გულშემატკივრები ამა თუ იმ ფეხბურთელს ნაადრევად მოიხსენიებენ ვარსკვლავად. იორდანია და საქართველო შესაძლოა ძლიერი მეტოქეები არ იყვნენ, მაგრამ მაინც ვიტყვით: ამ მატჩებში გამოჩნდა, რომ 18 წლის ანტონიო ნუსა მომავალი მსოფლიო ვარსკვლავია. ბევრი კარგი, სწრაფი, ძლიერი და ჭკვიანი ფლანგის მოთამაშე ვიცით, მაგრამ 18 წლის, არც ისე ბევრი. ჩვენ შეიძლება საქართველოსთან ანტონიო ნუსას სახით ახალი ვარსკვალვი ვნახეთ.

მან პირველ ტაიმში ისე დაატერორა მეტოქის დაცვა, რომ მცველი (გოჩოლეიშვილი) შეცვალეს. ასე გაგრძელდა მეორე ნახევარშიც, სანამ 70-ე წუთზე ნუსა არ შეცვალეს და ქართველებმაც ამოისუნთქეს. შესაძლოა, ნუსას შეცვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრები ბოლოს ქულის გადარჩენასთან ახლოს იყო.

სოლბაკენს თავდასხმაში X-ფაქტორის მქონე მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ მოულოდნელად დარტყმა, დისბალანსის შექმნა და, რა თქმა უნდა, გოლის გატანა. საქართველოსთან მატჩში სწორედ ასეთმა ფეხბურთელებმა გადაარჩინეს ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც წინა საღამოს, პრესკონფერენციაზე, უამრავი უსიამოვნო კითხვა დაუსვეს.

ქართველებს მეორე ტაიმის შუა ნაწილამდე გატანის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი მომენტი შექმნეს და ერთი გამოიყენეს. ნორვეგია მთლიანობაში არ იყო დამაჯერებელი, რადგან საკმაოდ სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, მხოლოდ ოთხი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა კარგია, რომ ნაკრებმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტალე სოლბაკენის გუნდი ევრო 2024-ზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს“, – წერს ნორვეგიული პრესა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რას შვრებიან ჩვენი მეტოქეები: ესპანეთმა პატარები არ დაინდო, შოტლანდიასაც მოუგეს

როგორია ქართველი ფეხბურთელების შეფასებები