საქართველოს ნაკრები ესპანეთთან შერცხვა. ბუნებრივია ჩვენი ფეხბურთელებიდან თავი არავის გამოუჩენია, მათ შორის არც ლიდერ კვარაცხელიას, რომელსაც კიდევ ერთი შანსი ჰქონდა ესპანური გრანდებისთვის ეჩვენებინა თუ რა მაგარია. თუმცა ამის შანსი კიდევ ექნება – „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ გადაეყარა. მაგრამ მარტო „რეალი“ როდია. უამრავი საიტი წერს, რომ კვარაცხელია „ბარსელონას“ რადარზეა.
ამბავი დაწერა კატალონიურმა „ნასიონალმა“ და ანალოგიურს წაიკითხავთ „ფორბსზე“, Football Italia, completesports, 777score, azscore-ზე და სხვაგან.
აზრი კი ერთია – 2024 წელს „ბარსა“ „ქართველი მესის“ შეძენას შეეცდება.
წერია ფასიც: 100 მლნ ევრო.
ისიც, რომ „ბარსა“ არ გამოისყიდის ჟოაო ფელიქსს, რომელიც ახლახან იჯარით აიყვანა.
კვარაცხელიას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა.
თუმცა ისეც არ არის საქმე, რომ გადაწყვეტილად ჩაითვალოს. „ბარსა“ ქართველს მთელი სეზონი დააკვირდება და კვარაცხელიამაც მინიმუმ შარშანდელის დონეზე უნდა ითამაშოს და არა ისე, როგორც ბოლო პერიოდში.
GIPHY App Key not set. Please check settings