in

ფინალი აღარ გამოვიდა: სამეგრელომ წააგო – ვიდეო

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა ქალთა „სამეგრელო“. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ჯგუფის ფინალი წააგო კვიპროსულ „აპოლონთან“ – 0:3.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში ჩხოროწყუს „სამეგრელომ“ მასპინძლები, ჯგუფის ფავორიტი სლოვენიის „მურა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსელთა პირველი გოლი სადაო ვითარებაში გავიდა. ძელიდან ასხლეტილი ბურთი ბრინკმანს ხელზე მოხვდა და ისე შევარდა კარში, რაზეც აპელირებდნენ კიდეც ჩვენები.

90+5-ე წუთზე არბიტრმა ანა კირვალიძეს წითელი ბარათი აჩვენა და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე 10 ფეხბურთელით დავრჩით.

მურსკა-სობოტა. „ფაზანერია“
აპოლონი – სამეგრელო 3:0
გოლები: 1:0 ბრინკმანი (9), 2:0 კალიანი (71), 3:0 დანტასი (87)

სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჯოჯუა (ჯანიკაშვილი 15), ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა (პაპასკირი 90+4), ენჯიბაძე, ჩიქოვანი (კირვალიძე 59), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე

საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ტურნირის მეორე რაუნდში კი კვიპროსის ჩემპიონი გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეცდომების გამო: გავაანალიზებთ და დასკვნებს გამოვიტანთ

ბარსელონას გეგმა: კვარაცხელია 2024 წელს