ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დიდი ალბათობით ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. საუბარია მეკარე ლუკა გუგეშაშვილზე, რომლის „ყარაბაღმა“ საკვალიფიკაციოს პირველ მატჩში სტუმრად 2:0 დაამარცხა სლოვენიის ჩემპიონი „ოლიმპია“.
გუგეშაშვილი არ ითვლება გუნდის პირველ მეკარედ, თუმცა ამ შეხვედრაში ძირითადში იყო და დიდებულად ითამაშა. სწორედ ჩვენიანის დამსახურებაა ასეთი ანგარიში. ლუკამ 4 სეივი გააკეთა, გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა – 8.0.
გუგეშაშვილი გააფრთხილეს კიდეც, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მას მეტი სათამაშო დრო მიეცეს, მით უმეტეს, რომ ამტკიცებს ამას იმსახურებს.
განმეორებითი შეხვედრა 31 აგვისტოს ბაქოში გაიმართება.
ჩვენები გააფრთხილეს: ერთმა მოიგო, მეორემ წააგო – შეხვედრა ყოფილთან
GIPHY App Key not set. Please check settings