ლეო მესი „ინტერ მაიამის“ ისტორიაში შევიდა, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა.
გუნდის კაპიტანმა ლიგის თასის 1/16 ფინალურ მატჩში გაიტანა ორი გოლი „ორლანდოსთან“ შეხვედრაში (3:1). შეგახსენებთ, მანამდე არგენტინელმა ორჯერ გაუტანა „ატლანტას“, სადაც საბა ლობჟანიძე გადავიდა.
საინტერესოა, რომ მესი პირველია „ინტერ მაიამიში“, ვინც ერთ გოლზე მეტი გაიტანაზე ზედიზედ ორ შეხვედრაში.
სულ კი მესის 5 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს 3 მატჩში.
ლეომ სამივე თამაშში გაიტანა.
თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად მატჩის გმირმა:
„ყველამ კარგად ითამაშა, ძალიან მიხარია მოგება! ღამე მშვიდობისა, მაიამი!“ – დაწერა მესიმ.
GIPHY App Key not set. Please check settings