in

ღამე მშვიდობისა: მესი მაიამის ისტორიაშია – დუბლი ზედიზედ ორ მატჩში

ლეო მესი „ინტერ მაიამის“ ისტორიაში შევიდა, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა.

გუნდის კაპიტანმა ლიგის თასის 1/16 ფინალურ მატჩში გაიტანა ორი გოლი „ორლანდოსთან“ შეხვედრაში (3:1). შეგახსენებთ, მანამდე არგენტინელმა ორჯერ გაუტანა „ატლანტას“, სადაც საბა ლობჟანიძე გადავიდა.

საინტერესოა, რომ მესი პირველია „ინტერ მაიამიში“, ვინც ერთ გოლზე მეტი გაიტანაზე ზედიზედ ორ შეხვედრაში.

სულ კი მესის 5 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს 3 მატჩში.
ლეომ სამივე თამაშში გაიტანა.

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად მატჩის გმირმა:
„ყველამ კარგად ითამაშა, ძალიან მიხარია მოგება! ღამე მშვიდობისა, მაიამი!“ – დაწერა მესიმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ: დინამოს პროგნოზი უჭირს

11 რამ, რაც არ არსებობდა, როდესაც ბუფონმა კარიერა დაიწყო: გუგლი, ევრო, ემინემის ალბომი და…