in

სლოვანელები დაასვენეს, უკრაინაში ერთმანეთს შეხვდენენ: ჭანტურიშვილს შუმახერი გამოეცხადა – ლეგიონერები

ნაღდი ევროპული ფეხბურთი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მთელმა რიგმა ჩემპიონატებმა უკვე აიღეს სტარტი და მათ შორის თამაში დაიწყეს ქართველმა ლეგიონერებმა.

მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გასვლაზე 3:2 დაამარცხა „ოსნაბრუკი“. თითქოს გუნდიდან წასული ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე გამოცვალეს.

ქართველები შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის პირველობაზე. ბექა ვაჩიბერაძის „მეტალისტი 1925“ 1:2 დამარცხდა გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტართან“. ორივე ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა.

„სლოვანის“ შემადგენლობაში არ ყოფილან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. სავარაუდოდ, ისინი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის დაასვენეს. მათ გარეშე კი გუნდმა გასვლაზე 0:0 ითამაშა „კოშიცესთან“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი გულიაშვილი მატჩის ბოლოს, 83-ე წუთზე შევიდა „სარაევოსა“ და „სლოგას“ შეხვედრაში (1:2).

სათადარიგოები იყვნენ „ბაზელის“ ახალწვეული გაბრიელ სიგუა, ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ და ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“.

ჩეხეთში მძიმე ტრავმას გადაურჩა ვახტანგ ჭანტურიშვილი. „იაბლონეცი“ სტუმრად „პარდუბიცეს“ შეხვდა (0:0). მასპინძელთა მეკარე კარიდან გამოვარდა, რათა ქართველისთვის დაესწრო და საჯარიმოს გარეთ ჰაერში ამხტარმა ჩვენიანი მოცელა. ეს დაახლოებით ცნობილ ეპიზოდს ჰგავდა, როდესაც 1982 წლის მუნდიალზე გერმანელთა მეკარე შუმახერმა ფრანგი ბატისტონი ნოკაუტში ჩააგდო. არბიტრმა მეკარე ვიდეოგანმეორების შემდეგ გააძევა. ჭანტურიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტურმა ავსტრია აუსტრიას დამარცხებით დაიწყო: კიტე კარგი იყო, ალთუნაშვილი ვიზას ელოდება

ლაციომ მეცს მიქაუტაძეში 15 მილიონი შეუთვალა, მეცმა მასაც უარი უთხრა – გიორგი ბრაზობს