in

საქმე გვაქვს კარგ გუნდთან და გვაქვს ჩვენი გეგმა: ვორსკლას უთამაშებლობა აფიქრებს

გორის „დილა“ დღეს საღამოს ნეიტრალურ მოედანზე „ესტუმრება“ პოლტავას „ვორსკლას“ და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩს ითამაშებს. თამაშამდე ტრადიციულად ისაუბრეს გუნდების მწვრთნელებმა. აი რა თქვა „ვორსკლას მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა:

ეს ის ვორსკლა აღარ არის, მაგრამ… დილა რთული მატჩისთვის ემზადება

„პირველ რიგში, მადლობა პოლონურ მხარეს, რომელმაც ორი მაღალი ხარისხის მოედანი გამოგვიყო და ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ.

ჩვენი მინუსი ის არის, რომ პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებთ. შესაძლოა, ამან ფეხბურთელებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მაშინ, როცა მეტოქემ უკვე ითამაშა კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ასე რომ, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დონეზე ვართ. მეტოქის მატჩებს ვუყურეთ და შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გვაქვს ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც ტექნიკური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ჩვენ ვღელავთ, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული.

ამას გარდა, „დილას“ ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელიც თავის დროზე ნიდერლანდებში თამაშობდა.

ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და საკუთარ თავზე ვიფიქროთ.
რა თქმა უნდა, თამაში ძალიან რათული იქნება, მაგრამ ვიცი ჩემი ფეხბურთელების განწყობა და მჯერა, ყველაფერს გავაკეთებთ შედეგის მისაღწევად

„დილასთან“ სათამაშო გეგმა უკვე შევადგინეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არის დეტალები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ“.

გორის „დილა“ და პოლტავას „ვორსკლა“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას დღეს საღამოს პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ის ვორსკლა აღარ არის, მაგრამ… დილა რთული მატჩისთვის ემზადება

თამაში ჩვენზე იქნება დამოკიდებული: ტორპედო თავიდანვე აგრესიულ შეტევას აპირებს