გიორგი მიქაუტაძის საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ არ დახურულა. ბოლო ინფორმაციებით, ჩვენიანი თითქოს რჩებოდა „მეცში“ და ახალ სეზონს ლიგა 1-ში გაატარებდა. არ გამოვიდა „ბარნლის“ ვარიანტი, რომელიც ფარანგულ კლუბს გამოსასყიდ თანხაზე ვერ მოურიგდა. თუმცა გამოჩნდა სხვა ინგლისური გუნდი, რომელმაც ფულს წაამატა.
მიქაუტაძის შეძენა პრემიერლიგაში დაბრუნებულმა კიდევ ერთმა გუნდმა „შეფილდ იუნაიტედმა“ მოისურვა და მზადაა 18 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც ბონუსებიც დაემატება და ეს უკვე შესაძლოა მისაღები იყოს „მეცისთვის“.
ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელში „მეცი“ 20 მილიონს მაინც ითხოვს, ქართველი მის აღმზრდელ „ლიონსა“ სურს, მაგრამ ფულის გადამხდელი მაინც უფრო ინგლისური გუნდია.
GIPHY App Key not set. Please check settings