თბილისის „დინამო“ დღეს საღამოს კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი ჩემპიონი მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა და მასპინძელ არენაზე ივარჯიშა კიდეც.
„დინამო“ კუნძულზე 21 ფეხბურთელით ჩავიდა, ტრავმების გამო გუნდს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან.
მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე
მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლაშა ოდიშარია
თავდამსხმელები: უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი
კომენტარი გააკეთეს „დინამოს“ მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.
გიორგი ჭიაბრიშვილი:
„ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. გუნდში განწყობაც კარგია. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ ამ თამაშზე. ვიმედოვნებ, ეს თამაში ისეთი სცენარით წავა, როგორიც ჩვენ გვინდა“.
გიორგი ხარაიშვილი:
„რთული თამაში გვექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ გასვლაა და იმიტომაც, რომ ძალიან მობილური გუნდია. ბევრს დარბიან, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ მათი სისუსტეები, მომზადებულები ვართ და ვეცდებით, აქედან მოგებულები წავიდეთ“.
ნიკა მალი:
„ვფიქრობ, რთული თამაში იქნება. ჩვენ შევისწავლეთ მოწინააღმდეგე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
„ჰამრუნ სპარტანსისა“ და „დინამოს“ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს. თამაში 22:00 საათზე დაიწყება
GIPHY App Key not set. Please check settings