in

ჩაკვეტაძეს უოტფორდში მისვლას პრობლემა შეექმნა: რა ხდება

გიორგი ჩაკვეტაძის პრემიერშიფის „უოტფორდში“ გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერს ინგლისური კლუბი არ ადასტურებს.

მიზეზი ფიფა-ს მიერ კლუბის ტრანსფერებზე დადებული აკრძალვაა. ამის შესახებ წერილს გამოცემა Leadership-ი აქვეყნებს. საქმე ისაა, რომ „უოტფორდს“ ნიგერიელი თავდამსხმელის, სამუელ კალუს გადასვლის საფასური მისი აღმზრდელი ნიგერიული საფეხბურთო აკადემიისთვის დღემდე არ გადაუხდია.

ჩემპიონშიფის გუნდი „უოტფორდი“ ფიფა-მ გააკრიტიკა, რადგან „ბორდოდან“ გადასული ნიგერიელი თავდამსხმელის, სამუელ კალუს სოლიდარობის კომპენსაციას მის აღმზრდელ ნიგერიულ საფეხბურთო აკადემია „მეგამუს“ დღემდე არ უხდის. სამუელ კალუ ფრანგული „ბორდოდან“ „უოტფორდში“ 2022 წლის იანვარში გადავიდა. ამის შემდეგ, საფეხბურთო აკადემია „მეგამუმ“ ლონდონურ კლუბს მიმართა და სოლიდარულობის კომპენსაციას გადახდა მოითხოვა. როდესაც ინგლისელებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, ნიგერიელებმა სარჩელი შეიტანეს ფიფა-ში და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „უოტფორდს“ დაავალა, ნიგერიული აკადემიისთვის თანხა 45 დღის განმავლობაში გადაეხადა.

მას შემდეგ, რაც „უოტფორდმა“ ეს დადგენილ ვადაში არ გააკეთა, ნიგერიულმა კლუბმა, თავისი ადვოკატების მეშვეობით, ინგლისური კლუბის ტრანსფერის აკრძალვა მოითხოვა და ფიფა-ს დისციპლინური კომიტეტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო.

„2023 წლის 19 ივლისიდან ფიფა-მ „უოტფორდს“ ახალი მოთამაშეების საერთაშორისო ტრანსფერები აუკრძალა. გადაწყვეტილების შესაბამისად, ფიფა დაუყოვნებლივ მიმართავს „უოტფორდს“, დროულად გადაუხადოს სოლიდარობის კომპენსაცია სამუელ კალუს აღმზრდელ ნიგერიულ საფეხბურთო აკადემია „მეგამუს“. სხვაგვარად, სანქციები ადგილობრივი მოთამაშეების დარეგისტრირებაზეც გავრცელდება“, – ნათქვამია ფიფა-ს დისციპლინური კომიტეტის ხელმძღვანელის, ჟულიენ დეუკსის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც გაგზავნილია „უოტფორდში“ და ინგლისის საფეხბურთო ლიგაში.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის შევხვდებით მესამე ეტაპზე: ოღონდ ჯერ მეორე გავიაროთ

მეტოქე შევისწავლეთ: დინამოს მალტაზე თავისი სცენარი უნდა