in

ვინ ყოფილა მართალი: უეფამ სარაევო დააჯარიმა და ფანებს ფეხბურთზე მისვლა აუკრძალა

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერეს ლიგაზე „სარაევოს“ ბარიერი გადალახა. დამატებითი სირთულე მეტოქე გუნდის ფანებმა შექმნეს. ქუთაისური ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჩვენმა პოლიციამ უწესრიგო გულშემატკივრები ტრიბუნებიდან გააძევა და თამაშის ყურების საშუალება არ მისცა, ბოსნიელები მაგრად გვემუქრებოდნენ და თან მთელი კვირა გაიძახოდნენ, ეს ვის გაუგია, ქომაგები თამაშზე არ დაუშვესო.

ინციდენტი უყურადღებოდ არ დარჩენია უეფასაც და ტურნირის ჩამტარებელმა ორგანიზაციამ ვერდიქტიც დადო.

უეფას სადისციპლინო კომისიამ „სარაევო“ 15 ათასი ევროთი დააჯარიმა, ხოლო გუნდის ფანკლუბს, რომლის მეტსახელია „ბოროტების ურდო“, მომდევნო თამაშზე დასწრება აუკრძალა. მომდევნო ევრომატჩი კი „სარაევოს“ მთელი წელიწადი აღარ ექნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ტრევიზოშია: მსოფლიოსთვის გენერალური შეკრება დაიწყო

ვიდეო: მესის დებიუტი ამერიკაში – კინოა! გამარჯვების გოლი ჯარიმიდან 90+4 წუთზე გაიტანა