in

ბუდუ ზივზივაძემ ლივერპულთან ითამაშა – ვიდეო

„კარლსრუეს“ ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სამხრეთ კორეაში მიდის. დაინტერესებული კლუბი „ჩონბუკია“. ამის შესახებ თითქმის გადაწყვეტილად დაიწერა, რადგან გერმანულ კლუბს ქართველი თავდამსხმელი არ სჭირდება, რომელმაც ტრავმის გამო თავის დიდად გამოჩენა ვერ შეძლო.

ასეა თუ ისე, ზივზივაძე გამოჩნდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მატჩში, რომელშიც „კარლსრუემ“ თვით „ლივერპულს“ უმასპინძლა წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრაში. მართალია ბუდუმ დასკვნითი ნაწილი ითამაშა, მაგრამ ასეთ სახელიან გუნდთან თამაში მაინც დასამახსოვრებელია. ზივზივაძე მოედანზე 74-ე უთზე შევიდა (იუნგის ნაცვლად), როდესაც ანგარიში 2:2 იყო.

თამაში ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წამატებულ დროში დიეგო ჟოტამ ორ წუთში ორი გოლი გატანა და უფრო ძლიერ გუნდს მოაგებინა.

კარლსრუე – ლივერპული 2:4
0:1 – 3 ნუნიესი, 1:1 – 39 შტინდლი, 2:1 – 50 იუნგი, 2:2 – 69 გაკპო, 2:3 – 90 ჟოტა, 2:4 – 90 ჟოტა.

„ლივერპულელთა“ შორის ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა და ეს სულაც არ ყოფილა გადახალისებული შემადგენლობა მიუხედავად იმისა, რომ არც ბოლომდე ძირითადი ეთქმოდა. მონაწილეობდნენ ვან დეიკი, კონატე, მატიპი, რობერტსონი, ალეკსანდერ-არნოლდი, სობოსლაი, მაკალისტერი, სალაჰი, ლუის დიასი, გაკპო, ნუნიესი, ჟოტა და სხვები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველანი კოშევოზე: სარაევო ტორპედოსთვის ოჯახებით ემზადება – ფოტო

უეფას გამოწვევა სევილიამ მოიგო – ვიდეო