in

უეფას გამოწვევა სევილიამ მოიგო – ვიდეო

„სევილიამ“ უეფას ახალი თასი მოიგო. ევროპა ლიგის გამარჯვებულმა ესპანურმა კლუბმა გამოწვევის თასზე კონმებოლის მომგებ „ინდეპენდიენტე დე ვალეს“ მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში აჯობა.

ეკვადორის გუნდი უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდა ბრაიან დიასის გოლით. ესპანელებმა წონასწორობის აღდგენა თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც წამებით ადრე შეძლეს. გოლი პედრო ორტისის ანგარიშზეა.

პენალტების სერიაში ბევრად ზუსტები სევილიელები აღმოჩნდნენ – 4:1.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროს შემდეგ გუნდებმა პენალტები პირდაპირ დაარტყეს, დამატებითი დროში თამაშის გარეშე.

შეხვედრა „სევილიას“ სტადიონზე, „სანჩეს პისხუანზე“ ჩატარდა.

შეგახსენებთ, გამოწვევის თასი – ეს ერთი მატჩისგან შემდგარი ტურნირია, რომელიც ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში რანგით მეორე ტურნირების გამარჯვებულებებისთვის შეიქმნა: ერთმანეთში ევროპა ლიგისა და კოპა სუდამერიკანას მომგები გუნდები ითამაშებენ. წელს სადებიუტო გათამაშება ჩატარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ზივზივაძემ ლივერპულთან ითამაშა – ვიდეო

საზონოვზე უდინეზე დაფიქრდება