ძიუდოში, ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), რომელმაც ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო იპონით დაამარცხა.
ფინალში ახალგაზრდა ილია სულამანიძე (100 კგ) ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დამატებით დროში დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე მეორე ვერცხლის მედალი მოუპოვა.
საქართველოს ნაკრებს მანამდე მედლები მოუტანეს – ეთერ ლიპარტელიანმა (ვერცხლი – 57კგ), გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) – ორივე ბრინჯაო.
GIPHY App Key not set. Please check settings