in

კვირკველია ნეფთჩიდან წამოვიდა: მიზეზი ახალი მწვრთნელია

ბაქოს „ნეფთჩიში“ ახალი მწვრთნელი მივიდა. ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი ადრიან მუტუ. ეს ამბავი კი საუკეთესოდ არ ასახულა ბაქოელთა ქართველ ფეხბურთელზე.

აზერბაიჯანული პრესა იწუყება, რომ გუნდი დატოვა საბა კვირკველიამ.

31 წლის მცველთან დამშვიდობება სწორედ გუნდის ახალი მწვრთნელის ინიციატივით მომხდარა.

თუმცა კლუბის ოფიციალურ გვერდზე ეს ინფორმაცია ჯერ არ იძებნება. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საბა ჩვეულებრივ გუნდთან ერთად იყო ივლისის შეკრებაზე. აქ მოცემული ფოტოც დაახლოებით ერთი კვირის წინანდელია.
ბაქოელებმა ამხანაგური მატჩიც ითამაშეს „ცრვენა ზვეზდასთან“ და საბამაც მიიღო მონაწილეობა.

კვირკველია „ნეფთჩიში“ 2022 წლის ზაფხულში „გაგრადან“ გადავიდა ორი წლით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძეს სლოვანში ქართველი ჩაანაცვლებს: საბურთალოს კაპიტანზე მოლაპარაკებები დაწყებულია

საზონოვის ახალი ვარიანტი: გალათასარაი