არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლეო მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს Excellence in Sports Performance Yearly Award (ESPY)-ის ვერსიით.
2022 წელს მესი პირველად კარიერაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ ზაფხულს კი პსჟ-დან მაიამის „ინტერში“ გადავიდა თავისუფალ აგენტად. 36 წლის ფეხბურთელის პრეზენტაცია 16 ივლისს შედგება. ამის სანახავად ყველა ბილეთი დატაცებულია.
გასულ სეზონში მესიმ პსჟ-ს რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ნომინაციაში „NBA-ის საუკეთესო მოთამაშე“ გახდა „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი.
საუკეთესო სპორტსმენად მიიჩნიეს ამერიკული ფეხბურთის „კანზას სიტი ჩიფსის“ მოთამაშე პატრიკ მაჰოუმსი. მესი ამ ჯილდოზეც იყო წარდგენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings