ლეო მესის ტრანსფერის შემდეგ, მაიამის „ინტერში“ სერხიო ბუსკეტსიც გადავიდა. მალე მეგობრებს ჟორდი ალბაც შეუერთდება.
კლუბის თანამფლობელი ხორხე მასი ამბობს, რომ გუნდში „ბარსელონას“ კიდევ რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი გადავა. მასმა ახსენა ლუის სუარესი, ხაზი გაუსვა, რომ „გრემიოსთან“ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტიც არის მითითებული.
39 წლის ინიესტა ახლახან დაემშვიდობა იაპონურ „ვისელ კობეს“, მაგრამ არა ფეხბურთს. ამბობენ, ანდრეს უკვე აქვს წინადადება მაიამიდანო.
„ბარსას“ მოვრჩეთ და „რეალისკენ“ გავიხედოთ. არ არის გამორიცხული ედენ აზარიც ფლორიდაში აღმოჩნდეს. ბელგიელი ჯერ იმაზე ფიქრობს წავიდეს ამერიკაში თუ საერთოდ შეეშვას ფეხბურთს.
მესის მაიამიში შესაძლოა კიდევ ერთი ყოფილი თანაკლუბელი და ყოფილი მტერი შეუერთდეს. საუბარია სერხიო რამოსზე, რომელსაც ლეო ჯერ ლა ლიგაში ებრძოდა, მერე კი პარიზში ერთად თამაშობდნენ.
მოკლედ, ჟურნალისტებმა გამოთვალეს, როგორი შეიძლება იყოს „ინტერ მაიამი“ თუ სატრანსფერო ჭორები გამართლდება.
ძალიან საინტერესო გუნდი გამოვიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings