in

ოლიმპიადა არ იქნება: ინგლისმა გვიჯიგრა, საფრანგეთმა დაგვაღალატა

საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე ოცნებას და ფიქრს შეეშვა. ისრაელთან წაგების და ნახევარფინალში ვერგასვლის შედეგ, შანსი მაინც გვრჩებოდა. ამისათვის საჭირო იყო, რომ ინგლისს და საფრანგეთს მოეგოთ და მერე საქართველოს გადათამაშება მოუწევდა უკრაინასთან.

ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაგვრჩა: შევხვდებით უკრაინას თუ…

დღის პირველ ¼ ფინალში, მიუხედავად მძიმე ბრძოლისა და მეორე ნახევარში პორტუგალიის უპირატესობისა, ინგლისმა მაინც შეინარჩუნა ანგარიში და ჩვენთის სასურველი ვითარება შექმნა.

საფრანგეთი ფავორიტად მიიჩნეოდა და აკი გახსნა კიდეც მალევე ანგარიში, მე-19 წუთზე, თუმცა უკრაინა პირველი ტაიმის შემდეგ უკვე წინ იყო.

ნახევარფინალში ჯგუფელები დაჯდნენ


მოკლედ, არ გამოვიდა. ამაში დამნაშავის საფრანგეთში ძიება არ იქნება გამართლებული, ჩვენ ჩვენი შანსი უნდა გამოგვეყენებინა. თუმცა ისიც არის, რომ ამ ახალგაზრდულ ნაკრებზე ენა აუგად ვერავის მოუბრუნდება.

უბრალოდ, ასე ახლოს ვიყავით და დასანანია, ვინ იცის ოლიმპიადაზე ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატის ოთხეუში მოხვედრის რეალური შანსი კიდევ როდის მოგვეცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნახევარფინალში ჯგუფელები დაჯდნენ

თამაშგარეს წესი იცვლება, ფეხბურთელი მთელი ტანით წინ უნდა იყოს: ფიფა დინამიურობაზე ფიქრობს