in

პირდაპირ პენალტები დაარტყით: უეფამ სუპერთასზე დამატებითი დრო გააუქმა

უეფამ ევროპის სუპერთასის ფორმატი შეცვალა.

რეგლამენტში მე-12 მუხლის თანხმად, თუ გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, თამაში პენალტების სერიით გაგრძელდება. დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი გაუქმებულია.

2023 წლის ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს „სიტი“ და „სევილია“ შეხვდებიან. თამაში 16 აგვისტოს ათენშია.

შეგახსენებთ, 2015 წელს სუპერთასი თბილისში გაიმართა. ის თამაში ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. მაშინ „ბარსელონამ“ დამატებით დროში სწორედ „სევილია“ დაამარცხა 5:4. ლეო მესიმ ქართველი გულშემატკივრების თვალწინ ორი გოლი ლამაზი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელებო, თქვენ გენაცვალეთ: მორაგბეები თამაშის შემდეგ საქართველო-ს ყვიროდნენ – მწვრთნელი ამაყია და მადლობელი

მსოფლიოს უძვირესი ნაკრები: Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებულების გუნდი შეადგინა