ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდებთან ევრო 2023-ის მესამე ტურში ისეთი გოლი გაიტანა, მთელი კარიერა ემახსოვრება. მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო, ნახევარი ნიდერლანდები არაფრად ჩააგდო და ბოლოს მოხდენილად შეუცურა მეკარეს ბურთი. არ არის გამორიცხული ეს გოლი ტურნირის საუკეთესო გოლადაც აღიარონ, ამ ეტაპზე კი ის მესამე ტურის საუკეთესო გოლზეა ნომინირებული.
ჩვენიანის კონკურენტები არიან ინგლისელი ჰარვი ელიოტი, რომელმაც გერმანიას ასევე სოლო რეიდით გაუტანა, მოედნის ცენტრიდან იარა და საჯარიმოს ხაზიდან ჩასვა;
პორტუგალიელი ჟოაო ნევეში და ფრანგი რაიან ჩერკი.
ხმის მიცემა უეფას ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, მეორე ტურის გოლზე წარდგენილი იყო გიორგი წიტაიშვილის გოლი ბელგიასთან, თუმცა გამარჯვებული გახდა შვეიცარიელი იმერი. პირველი ტურის საუკეთსო გოლი კი ფრანგი არნო კალიმუენდოს ანგარიშზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings