in

პლეი-ოფი დაკომპლექტდა: იტალია ჩარჩა, ჩემპიონიც გაყვა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ¼ ფინალური წყვილები გაირკვა. ორი გუნდია ისეთი, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო და ეს ორი გუნდი თავიდანვე მთავარ ფავორიტებად მოჩანდნენ. საუბარია ინგლისზე და საფრანგეთზე. ინგლისელებს გოლიც კი არ გაუშვიათ.

ჯგუფში ჩარჩა იტალია, რომელმაც ბოლოს ცოტა მოულოდნელად ნორვეგიასთან წააგო და ამით ნორვეგიელებმა საქმე შვეიცარიას გაუკეთეს. ამ ჯგუფში სამმა გუნდმა 3-3 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილზე შვეიცარია აღმოჩნდა.

ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა მოქმედმა გამარჯვებულმა გერმანიის ნაკრებმა, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა, არადა ჩვენს პოტენციურ მეტოქედ ¼ ფინალში უფრო სწორედ გერმანელებს ველოდით.

C ჯგუფი

ინგლისი – გერმანია 2:0
28.06. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 9 587 მაყურებელი
გოლები: 1:0 არჩერი (4. რემზის პასით), 2:0 ელიოტი (21. ტრეფორდის პასით)

ინგლისი: ტრეფორდი – ჯონსონი (59. აარონსი), კრესუელი, ბრენტუაითი, თომასი – ელიოტი, სკიპი, რემზი (59. სმით როუ), პალმერი – არჩერი (69. გორდონი), მადუეკე (59. გარნერი)

გერმანია: ატუბოლუ – ვაგნომანი (14. ფიშერი), ბისეკი, დარდაი, მატრიჩანი (46. ნეტცი) – კაიტელი (81. ბეკერი) – კრაუსი, ვაისჰაუპტი (67. ალიდუ) – შტილერი – შადე, ვაიპერი (67. ნგამკამი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მადუეკე

ისრაელი – ჩეხეთი 1:0
28.06. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 2 175 მაყურებელი
გოლი: 1:0 განდელმანი (82. გლუხის პასით)

ისრაელი: პერეტცი – ლემკინი, განდელმანი, კოენი – ჯაბერი (77. ჰაგაგი), კარცევი (76. ჰოფმაისტერი), გლუხი, აზულაი (65. ბილუ), რევივო – გურნო (65. ხალაილი), ტურგემანი (89. ბარი)

ჩეხეთი: იაროში – გაბრიელი, ვიტიკი (11. ვლჩეკი), ჰრანაჩი, ფუკალა (84. სეიკი) – კალოჩი – პეჩი (69. ვალენტა), ჟამბურეკი, ფილა, კარაბეცი (46. დანეკი) – კუშეი (46. სულჩი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გლუხი

ინგლისი – 9 ქულა
ისრაელი – 4
ჩეხეთი – 3
გერმანია – 1

D ჯგუფი

იტალია – ნორვეგია 0:1
28.06. კლუჟ-ნაპოკა. CFR კლუჟი. 2 347 მაყურებელი
გოლი: 0:1 ბოთეიმი (65)

იტალია: კარნეზეკი – ოკოლი, ლოვატო, სკალვინი (76. კანჩელიერი) – ბელანოვა (71. კამბიასო), როველა (71. მირეტი), ტონალი, რიჩი, პარიზი – პელეგრი (62. პელეგრი), გნონტო (62. კამბიაგი)

ნორვეგია: კლესონი – სებულონსონი, ჰეგეჰეიმი, დალანდი, ვოლფე (82. კამანზი) – ევიენი (58. ნუსა), კიტოლანო (82. ზაფეირისი), ჰოვე, სეიდე (70. საჰრაუი) – იატა (58. ბობი), ბოთეიმი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სამუელე რიჩი

შვეიცარია – საფრანგეთი 1:4
28.06. კლუჟ-ნაპოკა. ჯულეშტი. 1 652 მაყურებელი
გოლები: 0:1 გუირი (16-პენ), 1:1 ნდოიე (35. ამდუნის პასით), 1:2 ბარკოლა (65), 1:3 შერკი (76. გუირის პასით), 1:4 კაკერე (81. ბარკოლას პასით)

შვეიცარია: საიპი – ბლუმი (88. მიულერი), სტერჯუ, ამენდა, ვუილოსი – ჯაშარი, რიდერი – მალესი (71. სომი), იმერი (77. ფონ მოოსი), ნდოიე (87. დი ჯუსტო) – ამდუნი (87. კრასნიკი)

საფრანგეთი: შევალიე – კალულუ (86. სიმაკანი), ბადე, ლუკება (86. დიაკიტი), ნკუნკუ – კონე (18. ლე ფეე), კაკერე, ტურამი (70. შოტარი) – შერკი – ბარკოლა (87. კალიმუენდო), გუირი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: შერკი

საფრანგეთი – 9 ქულა
შვეიცარია – 3 (ბურთები 5:8)
იტალია – 3 (4:5)
ნორვეგია -3 (2:3)

რატომ გავიდა შვეიცარია?
სამმა ნაკრებმა დააგროვა 3-3 ქულა. ნახეს დამატებითი მაჩვენებლები ასეთი თანმიმდევრობით:

ქულები ურთიერთშეხვედრებში: სამივეს 3 ქულა აქვს: ნორვეგიამ მოუგო იტალიას 1:0, იტალიამ დაამარცხა შვეიცარია 3:2, შვეიცარიამ აჯობა ნორვეგიას 2:1.

ბურთების სხვაობა ურთიერთშეხვედრებში – ყველას 0 აქვს.

ურთიერთშეხვედრებში გატანილი გოლები: შვეიცარია – 4, იტალია – 3, ნორვეგია – 2. აი ამიტომ დაიკავა შვეიცარიამ მე-2 ადგილი.

ამრიგად, გარკვეულია ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხივე მეოთხედფინალური წყვილი:

1/4 ფინალი

შაბათი, 1 ივლისი
საქართველო – ისრაელი
თბილისი. დინამო არენა. 20:00 სთ

ესპანეთი – შვეიცარია
ბუქარესტი. ჯულეშტი. 21:00 სთ

კვირა, 2 ივლისი
ინგლისი – პორტუგალია
ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00 სთ

საფრანგეთი – უკრაინა
კლუჟ-ნაპოკა. კლუჟ არენა. 21:00 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ისრაელი შეხვდა: სხვას ველოდით, მეტს ვისვენებთ, შაბათს ველოდებით

ზურიკოს გოლი ტურის გოლზეა წარდგენილი: მიეცი ხმა