in

ჩვენ გვჯეროდა, მადლობა ყველას ასეთი გარემოსთვის: ზურიკოსთვის გოლი ყველგან გოლია

ზუ-რი-კო… ძალიან ხშირად ყვიროდა გულშემატკივარი დავითაშვილის სახელს ნიდერლანდებთან მატჩში. ზურიკომ კარიერაში ალბათ დაუვიწყარი გოლი გაიტანა – მარჯვენა ფლანგიდან მეკარემადე ისე იარა, რომ უამრავი ჰოლანდიელი მოიშორა და კოხტად შეაგორა ბურთი კარში. უეფამ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

ზურიკო დავითაშვილი:
„ძალიან რთულ ჯგუფში მოგვიწია თამაში. ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით, თუმცა ჩვენ გვჯეროდა. მადლობა ყველას ასეთი გარემოსთვის. რთული პირველი ტაიმი იყო, მაგრამ ვიპოვეთ ძალები და გადავლახეთ სირთულეები. ახლა, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ¼-ფინალში, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ასეთი დონის ტურნირზე არანაირი განსხვავება არ არის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში თამაშს შორის. როგორც ეროვნულ ნაკრებში აღნიშვნავ გოლს, იგივე ემოცია მაქვს ახალგაზრდულ გუნდში. ბავშვობიდან მოვდივარ ამ ბიჭებთან ერთად, ეს ჩემი ოჯახია. მართალია, ბოლო წლებში არ ვყოფილვარ გუნდთან ერთად, თუმცა მათ ამ გზაზე ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და ეს ნათლად ჩანს სტადიონზე“.

ჩვენ ეს დავიმსახურეთ, ლამაზი ისტორია დავწერეთ: ეს არის თაობა, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს მისი იმედი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ეს დავიმსახურეთ, ლამაზი ისტორია დავწერეთ: ეს არის თაობა, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს მისი იმედი

მეტი რა გვექნა გოლის გასატანად: რატომ ვერ მოიგო ნიდერლანდებმა