უეფამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ტურის საუკეთესო გოლის გამოვლენა დაიწყო. სასიხარულოა, რომ ნომინირებულია ერთი ჩვენი გოლიც – ბელგიასთან მატჩში გიორგი წიტაიშვილმა ბურთი საჯარიმოს ხაზთან ზურგით მდგომმა მიიღო, ერთ მცველს კორპუსით ჩაუკეტა, მეორემ დაფარება ვერ მოასწრო და ჩვენიანმაც ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ჩასვა.
სხვა პრეტენდენტები არიან: შვეიცარიელი იმერი (შვეიცარია-იტალია 2:3), გერმანელი სტილერი (ჩეხეთი-გერმანია 2:1), ინგლისელი სმით როუ (ინგლისი-ისრაელი 2:0).
ხმის მიცემა უეფას ოფიციალურ საიტზეა (uefa.com) შესაძლებელი.
პირველი ტურის საუკეთესო გოლად იტალიის კარში გატანილი ფრანგი არნო კალიმუენდოს გოლი მიიჩნიეს.
GIPHY App Key not set. Please check settings