in

ვის შეხვდებიან ქართული კლუბები მეორე ეტაპზე: წილისყრამ სავარაუდო მეტოქეები გაგვირკვია

უეფამ ახალი ევროტურნირების წილისყრა გამართა და ქართული კლუბების მეტოქეებიც გაირკვა. თუმცა უკვე ცნობილია ისიც, თუ ვის შეხვდებიან ჩვენი გუნდები პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.

თუ „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანის“ ბარიერს დაძლევს, მეორე ეტაპზე მეტოქე ზაგრების „დინამო“ იქნება. ამ წყვილის პირველი შეხვედრა ხორვატიაში გაიმართება.

დინამოს ასტანა შეხვდა

ხოლო თუ „დინამო“ „ასტანის“ ბარიერს ვერ გადალახავს, კონფერენსლიგაში გადაინაცვლებს (ჩემპიონების გზა), სადაც იმავე ჩემპიონთა ლიგაში „ჰამრუნ სპარტანსისა“ (მალტა) და ჰაიფას „მაკაბის“ (ისრაელი) წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 25/26 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი – 1/2 აგვისტოს.

რაც შეეხება კონფერენსლიგას, სადაც სამი ქართული კლუბი მონაწილეობს, გაირკვა, რომ ბათუმის „დინამო“ (თუ ალბანური „ტირანას“ ალბანეთი ბარიერს გადალახავს), თურქულ „ბეშიქთაშს“ შეხვდება.

სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე უკრაინული „ვორსკლა“ იქნება.

თუ ქუთაისის „ტორპედოს“, ბოსნიური „სარაევოს“ გაივლის, ყაზახეთის „აქტობესთან“ ითამაშებს.

დიდად არ გაგვიმართლა: ვინ შეხვდათ ქართულ გუნდებს კონფერენს ლიგაზე

კონფერენსლიგის II მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 27 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანო გინესის რეკორდებშია: კაცი ისტორია – 200 მატჩი ნაკრებში

პატრა საქართველო ევროპაში გაერია: ახალგაზრდულმა გულიანი მოგებით დაიწყო