ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე გაირკვა.
საქართველოს ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოსახვედრად ყაზახურ „ასტანას“ შეხვდება. პირველ მატჩი ყაზახეთში გაიმართება.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 11/12 და 18/19 ივლისს ითამაშებენ. თუ „დინამომ“ პირველი ეტაპი გაიარა და შემდეგ ეტაპზე დამარცხდა, მერე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადავა. ამიტომ „ასტანა“ გასავლელია.
„დინამო“ არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა განუთესავ გუნდებს შორის.
„ასტანა“ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთხელ გადაეყარა ქართულ კლუბს – 2007/08 წლების სეზონში ყაზახებმა რუსთავის „ოლიმპი“ დაამარცხეს (0:0, 3:0).
2016/17 წლების სეზონში „ასტანა“ პირველად მოხვდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე ორჯერ იყო ახლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრასთან.
„ასტანას“ დღევანდელ შემადგენლობაში ყაზახეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს, გუნდს ბევრი ლეგიონერი ჰყავს.
პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წყვილები:
„ასტანა“ (ყაზახეთი) – „დინამო“ (თბილისი, საქართველო)
„ჰაკენი“ (შვედეთი) – „ნიუ სეინტსი“ (უელსი)
„ბალკანი“ (კოსოვო) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)
„შემროკი“ (ირლანდია)- წინასწარი ეტაპის გამარჯვებული
„ჟალგირისი“ (ლიეტუვა) – „შტრუგა“ (მაკედონია)
„კლაკსვიკი“ (ფარერის კუნძულები) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)
„ოლიმპია“ (სლოვენია) – „ვალმეირა“ (ლატვია)
„ჰელსინკი“ (ფინეთი)- „ლარნე“ (ჩრდ. ირლანდია)
„ლინკოლნი“ (გიბრალტარი) – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„რაკოვი“ (პოლონეთი) – „ფლორა“ (ესტონეთი)
„სლოვანი“ (სლოვაკეთი) – „სვიფტ ჰესპერი“ (ლუქსემბურგი)
„ფარული“ (რუმინეთი) – „შერიფი“ (მოლდოვა)
„ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „მაკაბი“ (ჰაიფა, ისრაელი)
„ურარტუ“ (სომხეთი) – „ზრინსკი“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
„პარტიზანი“ (ალბანეთი) – „ბატე“ (ბელარუსი)
GIPHY App Key not set. Please check settings